კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირდა, რუსთავის N14 საჯარო სკოლაში; როგორც ირკვევა, თავდაპირველად ინფექცია დაწყებითი კლასის მასწავლებელსა და მის შვილს დაუდასტურდა, რომელიც, მისივე მოსწავლეა, შემდგომ კი სკოლის მანდატურს.
ამ შემთხვევებიდან გამომდინარე, N14 საჯარო სკოლა მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა; ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია 317 მოსწავლე და 37 მასწავლებელი.