„განათლების სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები...“ - მთავრობამ სკოლებთან, უმაღლესებთან და ბაღებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
15-10-2020
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო. როგორც პრემიერმა განაცხადა, 19 ოქტომბრიდან უმაღლესებში სასწავლო პროცესი განახლდება და  ამ ეტაპზე არც სკოლებისა თუ ბაღების ფუნქციონირების შეზღუდვა იგეგმება.

„ხვალიდან, 22:00 საათიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. 19 ნოემბრიდან აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც გაგრძელდება რესტორნებთან და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვები.  

ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გაგრძელებულიყო სწავლა 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლესებს რეკომენდაცია ექნებათ, სადაც შესაძლებელია იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ სადაც შესაძლებელი არ არის, მათ შორის ლაბორატორიული და პრაქტიკული სწავლება იყოს აუდიტორიებში

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვამბობთ ადაპტაციასა და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალებები მიღებული, რათა უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203