ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლის მოსწავლეები ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
17-10-2017
ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლის VII და III კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან (ირა დვალიშვილი, ნანა სირაძე), მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეები გაეცნენ ეგნატე ნინოშვილის ბიოგრაფიას და შემოქმედებას და ღია ცის ქვეშ ლიტერატურული საღამო გამართეს.

''ბავშვებმა გაგვაცნეს საინტერესო და უცნობი ფაქტები ეგნატე ნინოშვილის ცხოვრებიდან. ასევე გაითამაშეს ნაწყვეტები მწერლის სხვადასხვა ნაწარმოებიდან. საღამო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203