სენაკის N1 სკოლის მასწავლებელმა ისტორიის საწრეო ჯგუფი ჩამოაყალიბა
18-10-2017
სენაკის N1 სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ნესტან გოგოხიამ ისტორიის საწრეო ჯგუფი ჩამოაყალიბა.

საწრეო შეხვედრები მიზნად ისახავს:

განმავითარებელი

1. მოსწავლეთა თვალსაწიერის გაზრდა მშობლიურ მხარის, კულტურის, ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლაში.

2. მოსწავლეებში ანალიზის უნარ-ჩვევების ფორმირება.

სასწავლო 

1. მოსწავლეთა მიერ მშობლიური მხარის კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორების გაცნობა და შესწავლა.

2. მოსწავლეთათვის დამატებითი ისტორიული დისციპლინების გაცნობა: ნუმიზმატიკა, სარაგისტიკა, ქიხნოლოგია, ისტორიული მეტრულოგია.

3. მიღებული ცოდნის პრაკტიკაში გამოყენება.

აღმზრდელობითი

1. მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება მშობლიური მხარის, კულტურის, მისი ბუნების და გეოგრაფიის შესწავლის გზით.

 2. მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავება, როგორიცაა დისციპლინა, დამოუკიდებელი აზროვნება, ანალიზი და ნებისყოფა.

3. მშობლიური მხარის სიყვარულის გაღვიძება.

ამოცანები

1. მოსწავლეების დიდი რაოდენობით ჩართვა და მათი ინტერესის გაღვივება ჩატარებული მეცადინეობების მიმართ.

2. მეცადინეობისას მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება.

3. მშობლიური სკოლის ისტორიის გაცნობა.

4. ექსკურსიებზე ქცევითი წესების შესწავლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203