პედაგოგებისთვის გარე დაკვირვების ჩატარების პერიოდი განისაზღვრა. ბრძანებას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს. როგორც
etaloni.ge-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს, გარე დაკვირვების პერიოდი ინდივიდუალურად არის განსაზღვრული ყველა იმ პირისთვის, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა. მათ აღნიშნულის შესახებ eschool-ის ბაზაში პირად გვერდზე აესახებათ ინფორმაცია.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურს ამ
ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა დაევალა.
ცნობისთვის, დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, 5 სამუშაო დღით ადრე, პედაგოგმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს 5 თანმიმდევრულად ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი - გაკვეთილის გეგმის ფორმა.
გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ეცნობება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება. იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.
ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგრძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი.
იხილეთ ასევე: გარე და დისტანციური დაკვირვების შეფასების რუბრიკები გამოქვეყნდა - რამდენი ქულა უნდა მიიღოთ დადებითი შეფასებისთვისგარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ განაცხადის გაკეთებისას?