გორის მე-18 საბავშვო ბაღში 5 აღსაზრდელი, 2 პედაგოგი და აღმზრდელის ერთი თანაშემწე თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ახალ აღსაზრდელს, რომელიც გუშინ ბაღში პირველად მივიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბავშვის ტესტი წინა დღეს იყო აღებული, თუმცა მშობელმა ბაღში ის მაინც მიიყვანა. შეტყობინებისთანავე, ბავშვი საიზოლაციო ოთახში გადაიყვანეს, მასთან შემხებლობაში მყოფები კი, პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში.
შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და დანარჩენი 3 ჯგუფი აგრძელებს ფუნქციონირებას. სულ ბაგა-ბაღში 140 აღსაზრდელია.