ორბელის სკოლა საგანმანათლებლო პროექტით კახეთს ესტუმრა
18-10-2017
ორბელის სკოლის მოსწავლეები ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და დასასრულს სასკოლო ექსკურსიით საქართველოს სახვადასხვა კუთხეს სტუმრობენ და მშობლიური ქვეყნის ღირშესანიშნაობებს ეცნობიან.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლა საგანმანათლებლო პროექტით კახეთს ესტუმრა. პროექტის მიზანი იყო კახეთის ღირშესანიშნაობების გაცნობა. ექსკურსიის დროს მოსწავლეებმა მოინახულეს ახალი და ძველი შუამთა, ალავერდი, იყალთო, ბოდბე, სიღნაღი. დაესწრნენ ქალაქ თელავში გაიმარულ ღვინის ფესტივალს, სადაც მე-10 კლასელმა გიორგი ჯანაძემ ლექსი წაიკითხა.

მოსწავლეები დიდი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, მოსმენილი და ნანახი ინფორმაცია გაანალიზეს და ზეპირი და წერილობითი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პროექტმა მიზანს მიაღწია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203