გთავაზობთ თერჯოლის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-ჩემპიონატში თერჯოლის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი 82 ქულით თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ჯუღელმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლე ცოტნე არაბიძემ 67 ქულით, ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო აბჟანდაძემ 66 ქულით დაიკავეს.
შესაბამისად, გიორგი ჯუღელმა 2020 წლის „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი თერჯოლაში, ღვანკითის საჯარო სკოლაში დღეს გაიმართა.
იხილეთ ღონისძიების ფოტოები
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
„ეტალონი“ ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბავშვებს სტიმულს აძლევს, ჰქონდეთ მიზანი და იბრძოლონ ამ მიზნის მისაღწევად“
გთავაზობთ თერჯოლის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
ინტელექტ-ჩემპიონატი ღია ცის ქვეშ ტარდება - მალე „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
„ეტალონი“ თერჯოლაში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია
„ეტალონმა“ ამ სიტუაციაშიც შეძლო არ დარღვეულიყო ტრადიცია“ - თერჯოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
თერჯოლის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი