თიანეთის N2 სკოლის მასწავლებელს კონკურსში ''მასწავლებლები კონსტიტუციაზე'' მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადაეცა
18-10-2017
თიანეთის N2 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნატალია ოთარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ესეების კონკურსში ''მასწავლებლები კონსტიტუციაზე''. 

იგი სხვა კონკურსანტებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიიწვიეს და კონკურსში მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადასცეს.

ესეების კონკურსი ''მასწავლებლები კონსტიტუციაზე'' 31 ივლისს დაიწყო და 9 ოქტომბერს დასრულდა.

კონკურსის მიზანი იყო საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203