პრემიერ-მინისტრმა სასწავლო პროცესზე განცხადება გააკეთა - „ზოგი რისკს ხედავს სწავლის დაწყებაში“
19-10-2020
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ქვეყანაში არსებული ცხოვრების წესი არ შეიცვალოს. უნივერსიტეტებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ დისტანციურად გააგრძელებენ სწავლას თუ აუდიტორიებში.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ცხოვრების წესი არ შეიცვალოს. ეს ეხება მასწავლებელსაც, დირექტორებსაც, მინისტრსაც და მინისტრის მოადგილესაც. ამიტომ კოვიდის რისკებიდან გამომდინარე რაღაც პროცესების შეჩერებაში მაშინ, როცა სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, განსაკუთრებით რეგიონებში, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ.

რაც შეეხება სტუდენტებს, მათი მოთხოვნა სხვადასხვანაირია. ზოგი რისკს ხედვას სწავლის დაწყებაში, ზოგი პირიქით სწავლის დაწყებას ითხოვს, ამას პირველკურსელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდების აზრს ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით.

მათ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება. ამიტომ ვთქვით, რომ ლაბორატორიული და პრაქტიკული სწავლება გაგრძელდეს აუდიტორიებში კონკრეტული წესების უმკაცრესი წესების დაცვით. სხვა ყველაფერი უნივერსიტეტმა შესაძლებელია გადაწყვიტოს გარემოებიდან გამომდინარე, მას შეუძლია გადაწყვიტოს აუდიტორული იქნება სწავლება თუ დისტანციური. ჩვენ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203