ხონის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ხონის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ინფორმირებული იყო. ხოლო თავად ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად შერჩეული პედაგოგების მიერ ჩატარდა.
გთავაზობთ, ხონის რესურსცენტრის უფროსისა და პირველი ტურის მონაწილე სკოლების დირექტორებისა და „ეტალონის“ პედაგოგების შეფასებებს:
ხონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:
ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. მოგეხსენებათ პანდემიის გამო ჩვენს მუნიციპალიტეტში ცოტა გართულებულია სიტუაციაა, თუმცა ტესტირება ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ჩავატარეთ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი „ეტალონის“ ტესტირებაში, 70 მოსწავლე გავიდა მეორე ეტაპზე. 21-სთვის უკვე დანიშნულია „ეტალონის“ ღონისძიება და ვნახოთ რას იზამენ. „ეტალონში“ მონაწილეობის სურვილი ჩვენს მოსწავლეებს ყოველთვის აქვთ. წელსაც იმედი გვაქვს, რომ წარმატებული ასპარეზობა გამოგვივა.
გორდის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გელენიძე:
ტესტირებამ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა. ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან „ეტალონის“ ტესტირებაში ჩართულნი. წელსაც 20-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა ტესტირებაში.
„ეტალონის“ ჩატარება აუცილებელია, მითუმეტეს პანდემიის გამო ამდენი ხანი ჩაკეტილები იყვნენ მოსწავლეები. ყოველთვის აქტიურები იყვნენ და ახლაც ძალიან გაუხარდათ ტესტირება რომ გაიმართა.
გორდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლეილა ქაროსანიძე:
ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, 20-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, ძირითადად მე-8 და მე-10 კლასების ბავშვები. მეორე ტურშიც სამი მოსწავლე გადავიდა და კმაყოფილი ვართ მოსწავლეებით და მათი შედეგებით.
მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ საღარაძე:
საკმაოდ აქტიურად იყნენ მოსწავლეები ჩართულნი. „ეტალონი“ ყოველთვის იწვევს ბავშვებს ინტერესს და მონაწილეობის სურვილს. წელს 25-მდე მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში და შედეგებიც საკმაოდ კარგი იყო.
მათხოჯის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნარგიზ ჩიქოვანი:
ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეების უმეტესობა კმაყოფილია მიღებული შედეგით. მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, იციან, რომ მხოლოდ ზღვარის გადალახვა მეორე ტურში გადასვლის გარანტია არ არის, თუმცა გულდაწყვეტილები არ არიან.
სუხჩის საჯარო სკოლის დირექტორი ზეინაბ კაჭარავა:
ძალიან კმაყოფილი ვართ „ეტალონით“. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ტესტირებაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და სულ 20 მოსწავლე გვყავს, „ეტალონის“ ტესტირებაში მონაწილეობა 15-მა მიიღო. შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს და ველოდებით მეორე ტურს.
სუხჩის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათია კარსანიძე:
„ეტალონის“ პირველ ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. ტესტირების პროცესში სრულად იყო დაცული ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ერთი მოსწავლის გარდა, ყველა იყო ჩართული. მერვე კლასიდან ორი მოსწავლე და მეცხრე კლასიდან - ოთხი მონაწილეობდა.
იხილეთ ასევე: ხონის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
ტესტირების ფოტოები: