ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიება ჩატარდა და მიუხედავად არსებული ეპიდვითარებისა, მონაწილეები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ღირსეულად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს წარმატებისთვის, გამარჯვებისა და, რა თქმა უნდა, საპრიზო ადგილების მოპოვებისთვის. ასეთ დროს, ხვდები, რომ საქმე, რომელსაც წლებია ემსახურები და რასაც, მომავალი თაობების განათლება ჰქვია, ასეთ დროს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს - პანდემიასაც კი არ შეუძლია, ხელი შეუშალოს ინტელექტ-ჩემპიონატს, რომელიც მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ემსახურება.
მარინა ხუჯაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი:
მიუხედავად იმისა,რომ ბევრი შეზღუდვა იყო, „ეტალონში“ მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მაღალი გახლდათ და ეს ნამდვილად მისასალმებელია. ბავშვები ელოდებიან, უყვართ ეს პროექტი და მიისწრაფვიან, იყვნენ გამარჯვებულები; მუნიციპალიტეტიც ყველანაირად ხელს უწყობს ამ დიდ საქმეში - ჩვენ დაწესებული გვაქვს ფულადი ჯილდო, რათა მეტად იყვნენ მოტივირებულები და გამარჯვებულ მოსწავლეს ყოველთვიურად ვურიცხავთ გარკვეულ თანხას.
ზოგადად მიმაჩნია, რომ ასეთ პროექტებში ხელისუფლების მხარდაჭერა და ჩართულობა აუცილებელია, რადგან ჩვენი პრიორიტეტია ახალგაზრდობა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. რაც მოსწონთ და უნდათ, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი მათ სურვილებს, ასევე პატივი ვცეთ მათ გადაწყვეტილებებს.
მარიამ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ყვიბისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა, რომელმაც ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა და Etaloni.ge-ს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს:
ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო „ეტალონში“ გამარჯვება და სიმართლე გითხრათ - არ მოველოდი ასეთ შედეგს; თუმცა, აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს დიდი მოტივაციაა, რადგან „ეტალონში“ პირველად მივიღე მონაწილეობა და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა - „ეტალონი“ არის ის პროექტი, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია აიმაღლოს მოტივაცია და გახდეს თავდაჯერებული, ასევე გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები, მიიღოს გამოცდილება, მეტი ცოდნა და განათლება. „ეტალონი“ ნამდვილად საუკეთესო პროექტია.
ლალი ხაჩიძე, ყვიბისის საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან კარგი პროექტია და მიხარია, შესაძლებლობა რომ ეძლევა თითოეულ მოსწავლეს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები და რა თქმა უნდა - სკოლაც. კმაყოფილები ვართ ძალიან, „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, იყვნენ უფრო მოტივირებულები, უფრო აქტიურები და განუვითარდეთ თვითშეფასების უნარი... ყოველთვის ვგულშემატკივრობთ „ეტალონთან“ ერთად საკუთარ მოსწავლეებს.
ირინა გელაშვილი, რომელმაც ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურში მეორე ადგილი მოიპოვა, ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეა,რომელმაც აღნიშნა, რომ საპრიზო ადგილს ნამდვილად არ ელოდა და ეს უდავოდ პრესტიჟია, რადგან „ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარება:
ნამდვილად კმაყოფილი ვარ საკუთარი შედეგით, რომელიც, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ფაქტია - ჩემთვის სამეულში გასვლა ბევრს ნიშნავს; მით უმეტეს, რომ ჩემპიონატის მეორე ტურში პირველად გადავედი... შარშანაც გადავედი, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო ბევრი რამ გადაიდო; ახლა კი მომეცა მონაწილეობის საშუალება და ეს ძალიან მახარებს. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეთა წახალისებას, მათი მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის გაღრმავებსა და შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება.
მარიამ კუჭუხიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დვირის საჯარო სკოლას წარმოადგენდა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურის ღონისძიებაში და მშობლიური სკოლა, საყვარელი მასწავლებელი უდავოდ ასახელა - მან III საპრიზო ადგილი მოიპოვა და როგორც გავარკვიეთ, წელს „ეტალონის“ ერთგულებამ და მისმა მიზანმიმართულობამ შედეგი გამოიღო... თუმცა აჯობებს, ამ ყველაფერზე თავად მარიამმა გვიამბოს:
კონკურსში ყოველ წელს ვმონაწილეობ და მოხარული ვარ, წელს მომეცა საშუალება, საპრიზო ადგილი მომეპოვებინა. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენი რამ შევიტყვე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ. „ეტალონი“, მართლაც საუკეთესო პროექტია და თითოეულ მოსწავლეს ვურჩევ, მიიღოს მონაწილეობა.
დარეჯან კევლიშვილი, დვირის საჯარო სკოლის დირექტორი:
სიტყვებით რთულია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც მარიამის საპრიზო ადგილზე გასვლით დამეუფლა და ახლავე აგიხსნით - რატომ - მას საკმაოდ უჭირს კომპლექსების დაძლევა და საჯაროდ, გარკვეულ კონკურსებში მონაწილეობა. თუმცა „ეტალონში“ წარმატებით მან საკუთარ თავს აჯობა და ასეც ვუთხარი - მარიამ, ხომ ხედავ, შენ ბევრი რამ შეგძლებია. ამიტომაა „ეტალონი“ განუმეორებელი“ პროექტი - ის მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს.
იხილეთ ღონისძიების ფოტოები