„ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინდა გითხრათ“ - მინისტრი ასახელებს სკოლებს, რომლებიც დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადადიან
20-10-2020
28, 29, 30 ოქტომბერს დაიხურება სკოლები, რომლებშიც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინდა გითხრათ. მომავალ კვირას ეხება ეს ამბავი. როგორც იცით, საარჩევნო უბნების ნაწილი განთავსებულია სკოლებში. იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე. ეს ეხება მხოლოდ იმ სკოლებს, სადაც საარჩევნო უბნებია. ეს არის დროებითი. ეს არის იმისთვის, რომ იქ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

იხილეთ ასევე:

1000-ზე მეტი სკოლა, რომლებიც მომავალ კვირაში დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავა

თბილისში 104 საბავშვო ბაღი დაიხურება - რატომ არ იმუშავებს აღნიშნული დაწესებულებები რამდენიმე დღით?

VII-XII კლასის მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება ამ სემესტრში მოხდება“ - განათლების მინისტრი დეტალებზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203