ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლაში სახალისო ''კულინარიული დუელი'' ჩაატარეს
19-10-2017
ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლის VI კლასმა სახალისო "კულინარიული დუეტი" ჩაატარა.

აღნიშნულ აქტივობაში, მოსწავლეებთან ერთად, კლასის დამრიგებელი ნანა ღლონტი და ქართული ენის პედაგოგი ხათუნა გვაზავა იყვნენ ჩართულები.

მოსწავლეები გარდა იმისა, რომ გემრიელ კერძებს ამზადებდნენ, დამსწრეებს სხვადასხვა კერძის მომზადების და წარმოშობის შესახებ ინფორმაციასაც აწვდიდნენ. 

გაკვეთილის მიზანი სწორი მეტყველება, ინფორმაციის თანმიმდევრობის დაცვა და მისი ნათლად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება იყო. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203