რატომ გადაიდო ტესტირება, რომელიც 100 სკოლაში უნდა ჩატარებულიყო - „ნაეკი“ გვპასუხობს
20-10-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“, რომელიც 100 სკოლაში უნდა ჩატარებულიყო, დროებით შეჩერდა.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა etaloni.ge-ს განუცხადა, საცდელი ტესტირება მხოლოდ 12 ოქტომბერს ჩატარდა. დანარჩენ დღეებში გადანაწილებული ტესტირების თარიღი კი რიგი ტექნიკური საკითხების გამო შეიცვალა. კონკრეტული თარიღები ჯერ ცნობილი არ არის და ახლა დგინდება. 

„საცდელი ტესტირება ჩატარდა 12 ოქტომბერს. რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, საცდელი ტესტირების თარიღი რიგი ტექნიკური საკითხების გამო შეიცვალა. ამ დროისათვის დგინდება კონკრეტული დღე და დაზუსტებისთანავე ეცნობებათ სკოლებს - ბუნებრივია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ისინი უკვე არიან ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებულნი“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 12-16 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად. პროექტში პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა ჩაერთო - საცდელ ტესტირებაში მონაწილეობა კი 2000-ზე მეტი მოსწავლეს უნდა მიეღო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203