თბილისში 104 საბავშვო ბაღი დაიხურება - რატომ არ იმუშავებს აღნიშნული დაწესებულებები რამდენიმე დღით?
25-10-2020

28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით თბილისის 104 საბავშვო ბაღი დაიხურება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს.

გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს.

ამჟამად, თბილისში 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ“, - აღნიშნულია თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: 

1000-ზე მეტი სკოლა, რომლებიც მომავალ კვირაში დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავა

„ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინდა გითხრათ“ - მინისტრი ასახელებს სკოლებს, რომლებიც დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადადიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203