სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' პირველ კლასებში მასწავლებლებმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს
19-10-2017
სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' პირველ კლასებში მასწავლებლებმა მედეა ბოლქვაძემ და ნინო სამსონაშვილმა საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს ქართულ ენაში სახელწოდებით - ''აი ია''.

მოსწავლეებმა სურათის მიხედვით შეადგინეს წინადადებები, ანბანის პირველი ასოების გამოყენებით, მოიფიქრეს სიტყვები და გამოსახეს გრაფიკულად, დახატეს და გააფერადეს ასოები.

''ბავშვებს პატარა იამ გაუღო ანბანის კარი და ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს'', - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203