ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე დგებუაძის ბრძანებით, დამტკიცდა სახელმძღვანელოების გრიფირების ვადები და პირობები.
სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენის ვადად 2020 წლის 2-6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისის ჩათვლით იქნება მიღებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით:
ა) გამოცხადდეს გრიფირება ამ ბრძანების დანართი N1-ით განსაზღვრულ შესარჩევ ერთეულებზე;
ბ) განისაზღვროს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადისა და სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენისა და სხვა ვადები ამ ბრძანების დანართი N2-ის შესაბამისად;
გ) განისაზღვროს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით სარგებლობის უფლების შეძენისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა დანართი N3-ის შესაბამისად;
დ) დამტკიცდეს გრიფირების განაცხადის რეკვიზიტები ამ ბრძანების დანართი N4-ის შესაბამისად;
ე) დამტკიცდეს სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტის რეკვიზიტები ამ ბრძანების დანართი N5-ის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ: