განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო სკოლების დახურვისა და გახსნის სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის ის ზღვარი და ვართ თუ არა ახლოს იმ ნიშნულთან, რომ სკოლები მასშტაბურად ყველგან დაიხუროს? - მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ სტატისტიკა ყოველდღე იცვლება და ზღვარის დასახელება რთულია.
„ყოველდღიურად იცვლება სტატისტიკური მონაცემები. დღეს ორ ისეთ სკოლაში ვიყავი, რომელიც აქამდე დახურული იყო და დღეს განახლდა სასწავლო პროცესი. ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება, სკოლები და კლასების სრულად დახურვის პარალელურად იხსნება. ზღვარის ხსენება ძალიან რთულია, რადგან უამრავი კლასია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2 087 საჯარო სკოლაა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
იხილეთ ასევე:
„მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი თუ რამდენად იცავს მასწავლებელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია წესებს“ - ეკა დგებუაძე