ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლაში ''ანბანთან შეხვედრა'' გაიმართა
20-10-2017
ლანჩხუთის ემზარ წილოსანის სახელობის N2 სკოლის პირველ კლასში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაკვეთილი ჩატარდა

გაკვეთილს, სახელწოდებით ''შეხვედრა ანბანთან'', პედაგოგი ეთერ თოდუა უძღვებოდა. გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობით ''ანბანის გასაღების'' მოსაპოვებლად. 

აქტივობებში მოსწავლეთა მშობლებიც იყვნენ ჩართულები. ბავშვებმა წარმატებით მოიპოვეს გასაღები და შეაბიჯეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203