ახალციხის N2 სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
20-10-2017
ახალციხის N2 სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

VII კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და მათთვის თბილი სიტყვები და კეთილი სურვილები არ დაიშურეს. 

''დასამახსოვრებელი და ძალიან ლამაზი დღე იყო, მოსწავლეებმა საოცარი სითბოთი და სიყვარულით მოგვილოცეს პროფესიული დღე. ყველა მასწავლებელს ვულოცავთ და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას და წარმატებულ სასწავლო წელს,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო პედაგოგი ივეტტა უნანიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203