გთავაზობთ ქარელის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ქარელის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
64-64-64 - ერთნაირი ქულები დააგროვეს პირველ სამ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა და მათ შორის გამარჯვება ყველაზე სწრაფმა მოიპოვა. სამეულიდან ამ ქულის მოგროვებისთვის ყველაზე ცოტა დრო 105,59 წამი, პირველ ადგილოსან ნიკა გელდიაშვილს დასჭირდა, რომელიც რუისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მეორე ადგილზე გასულმა, ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ცარციძემ ეს მაჩვენებელი 109,41 წამში მოაგროვა. ხოლო რუისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სვიანაძემ ამისთვის 156,29 წამი გამოიყენა და მესამე ადგილი დაიკავა.
შესაბამისად, ნიკა გელდიაშვილმა 2020 წლის „ქარელის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ქარელში, N2 საჯარო სკოლაში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
„მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მეორე ტურის ჩატარებას“ - ქარელის მუნიციპალიტეტში I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
„ეტალონი“ ქარელს ესტუმრება - იხილეთ მონაწილეთა სია
ქარელის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი