„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია“ - მინისტრის მოადგილის განცხადება სკოლების ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შესახებ
23-10-2020

ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, რომლებში საარჩევნო უბნებია განთავსებული გადავა დისტანციურ ფორმატზე - აღნიშნული განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდგომ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, მოგეხსენებათ საარჩევნო პერიოდში საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი მდებარეობს სკოლების სივრცეში. იმის გამო რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და რისკები ავიცილოთ თავიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იმ სკოლებში რომლებში საარჩევნო უბნებია განთავსებული გადავა სწავლის დისტანციურ ფორმატზე და მომდევნო კვირაში კვლავ განახლდება ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესი“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

იხილეთ ასევე: 1000-ზე მეტი სკოლა, რომლებიც მომავალ კვირაში დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავა

„ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინდა გითხრათ“ - მინისტრი ასახელებს სკოლებს, რომლებიც დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადადიან

თბილისში 104 საბავშვო ბაღი დაიხურება - რატომ არ იმუშავებს აღნიშნული დაწესებულებები რამდენიმე დღით?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203