სენაკის N1 სკოლის პირველკლასელთა საოცარი მოგზაურობა ანბანეთში
20-10-2017
''აი ია'' - ამ  სიტყვებით დაიწყო სენაკის N1 სკოლის პირველკლასელთა საოცარი მოგზაურობა ანბანეთში. 

იისფერი ჰელიო ბუშტები, კედლიდან დაშვებული იის კონები და საზეიმოდ გაფორმებული დაფა ამ მოგზაურობის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს...

ახალგაზრდა მასწავლებელი სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით ოსტატურად მართავდა კლასს.

''შემოქმედის სული ტრიალებდა... იყო ბევრი სიხარული... გაბრწინებული თვალები და სიახლის მოლოდინი,'' - აღნიშნეს სენაკის N1 სკოლის წარმომადგენლებმა.

გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები:

ა) ვარაუდების გზამკვლევი,

( გამოწვევა  - ''ია'' იღვიძებს)

ბ) სტუმარი ანბანეთიდან -კვირიკე, 

გ) ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განმავითარებელი დავალებები,

დ) შემეცნებითი სლაიდების ჩვენება,

ე) სტუმარი ანბანეთიდან - ტომი და ანჟელა, 

ვ) ჰელიო-ბუშტებით ანბანის შემობრძანება,

ზ) მონოტონური უნარ-ჩვევების განვითარება (ი და ა ასო-ბგერების ძერწვა)

თ) სამახსოვრო დედაენის შექმნა ''ჩემი პირველი წიგნი''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203