თვის ბოლოს დაგერიცხებათ დამატებითი ანაზღაურება მასწავლებლებს, რომლებმაც ონლაინ გაკვეთილები ჩაატარეთ
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 1-6 კლასელების მშობლებს, საკუთარი შვილებისთვის, სურვილისამებრ შეეძლოთ დისტანციური სწავლების არჩევა, უამრავი კითხვა გაჩნდა. ერთ-ერთი კი ის იყო, როგორ შეძლებდნენ პედაგოგები კლასების გაყოფას ისე, რომ ყველა ბავშვს თანაბრად მიეღო განათლება და სასწავლო პროგრამას კლასიდან არც ერთი მათგანი არ ჩამორჩენოდა. სხვა გზა არ იყო - პედაგოგებს ჯერ სასკოლო სივრცეში უნდა ჩაეტარებინათ გაკვეთილები და შემდეგ - ონლაინ-რეჟიმში, ეს კი ბუნებრივია, სამუშაო საათების ზრდასა და მათ დატვირთვას გამოიწვევდა.აქედან გამომდინარე, განათლების მინისტრის მაოდგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მალევე განაცხადა, რომ იმ მასწავლებლებს, ვისაც დატვირთვა გაეზრდებოდა, დამატებითი სამუშაო საათები აუცილებლად აუნაზღაურდებოდა.
etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, როგორ და როდის მიეცემოდათ მასწავლებლებს ანაზღაურება ონლაინ-გაკვეთილებისთვის და პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს დავუკავშირდით.
ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დამატებითი ონლაინ-გაკვეთლების ანაზღაურება პედაგოგებს თვის ბოლოს დაერიცხებთ, ისევე, როგორც დანამატი, შესაბამისად, ანაზღაურებაც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, წესით, მალე მასწავლებლები საკუთარი შრომის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.