''კინო სკოლაში'' - სიონის საჯარო სკოლაში კინოცენტრის ჩვენებები განახლდა
06-10-2016

სიონის საჯარო სკოლაში, სწავლის დაწყებასთან ერთად, განახლდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის, ''კინო სკოლაში'', ფარგლებში დაგეგმილი ჩვენებები.  

კინოცენტრი ჩვენებებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორცილებს, რომელშიც ჩართულნი არიან კომპეტენტური ადამიანები და ეხმარებიან მოსწავლეებს დადებით ემოციებთან ერთად მიიღონ ინფორმაცია კინოს ისტორიაზე,  განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე მიმართულებებზე.

პროექტის მიზანია კინოს, როგორც ხელოვნების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება ხარისხიანი კინოპროდუქციით.  

მოსწავლეებს  საშუალება აქვთ დიდ ეკრანზე ნახონ არა მარტო ქართველი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები და განიხილონ თითოეული მათგანი, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, სურვილის შემთხვევაში კი დაწერონ სცენარები და შექმნან ფილმები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203