საყუნეთის სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
20-10-2017
საყუნეთის სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება მრავალმხრივი აქტივობით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებითა და თეატრალური დადგმით მიულოცეს.

''ძალიან ლამაზი ღონისძიებით აღვნიშნეთ მასწავლებლის საერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა თავიანთ გამოსვლებში საოცარი სიყვარული გამოხატეს პედაგოგების მიმართ. ყველა მასწავლებელს ვულოცავთ ამ დღეს, ვუსურვებთ მუდამ წარმატებულები ყოფილიყვნენ,'' - აღნიშნეს საყუნეთის სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203