განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან შეხვედრებს იწყებს - იხილეთ განრიგი
26-10-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან შეხვედრებს იწყებს. 

„გამოცხადებული გრიფირების მიზნებისათვის, იწყება საკონსულტაციო შეხვედრები IX და ზოგიერთი I-VIII კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები საგნის ექსპერტებისგან“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ „Microsoft Teams“ -ის გამოყენებით.

დაინტერესებულმა პირებმა შეხვედრების განრიგი და საგნის ექსტპერტების საკონტაქტოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.

შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების ზოგიერთი საგნისა და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა. სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენის ვადად 2020 წლის 2-6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

იხილეთ ასევე: გრიფირება გამოცხადდა დაწყებითი და VII, VIII, IX კლასების სახელმძღვანელოებზე - ვადები და პირობები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203