ვარდისუბნის სკოლის დაწყებით კლასებში სხვადასხვა აქტივობით დატვირთული ღია გაკვეთილები ჩატარდა
23-10-2017

ვარდისუბნის სკოლის დაწყებით კლასებში ღია გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. 

მასწავლებლებმა ციური ღონღაძემ, ნუნუ კაპანაძემ და ხათუნა ფცქიალაძემ საზეიმო ვითარებაში ახსნეს ,, ი“ და ,,ა“  ასო-ბგერები. გაკვეთილს სკოლის დირექტორი მანანა ბახტურიძე და პირველი კლასის მშობლებიც ესწრებოდნენ.

როგორც თავად პედაგოგოები აღნიშნავენ, გაკვეთილი სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული:

''გაკვეთილი სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული, მაგრამ ბავშვებმა ყველაზე მეტად გაიხარეს, მაშინ როცა ერთხმად წაიკითხეს ფრაზა ,,აი ია“ და თავზე ფიფქებივით დაეყარათ სხვადასხვა ფერის ია. ასევე სიხარულს ვერ მალავდნენ, როცა ქალბატონმა მანანამ  ცოდნის მატარებელში პირველი ფანჯრები გახსნა, მატარებელი ,,დაიძრა“ და პირველკლასელებს ,,ანბანეთში“  პირველი ნაბიჯი დაულოცა. გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა სიხარულით შეავსეს სამახსოვრო ბარათები, სადაც სკოლის დირექტორის დახმარებით ჩაწერეს პირველი ასო-ბგერები.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203