„აზრთა სხვადასხვაობაა, რომ არ იყოს კლასებში სწავლება და იყოს ონლაინ“ - სკოლების დახურვის შესახებ ჯანმოს მითითებებზე თენგიზ ცერცვაძე საუბრობს
26-10-2020

დღეში 2000 ინფიცირებული რომ გვყავს, ეს არ არის ცალსახა არგუმენტი იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ თუ იმ სკოლაში უზრუნველყოფილია ყველა რეგულაციის შესრულება,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

„არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ არ იყოს კლასებში სწავლება და იყოს ონლაინ სწავლება ან მეორე, გარკვეულ პირობებში და გარკვეული რეგულაციების დაცვით, მაინც შეიძლება, რომ ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, იგივე ეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც. საერთოდ არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი მითითება, რომ როცა პანდემიის რისკები იზრდება, პირველი შეზღუდვები უნდა შეეხოთ კაფეებს, რესტორნებს, სავაჭრო დაწესებულებებს და ბოლოს სკოლებს. ხოლო, როდესაც იწყება აქტივობის აღდგენა, პირველი უნდა გაიხსნას საგანმანათლებლო დაწესებულებები. დღეში 2000 ინფიცირებული რომ გვყავს, ეს არ არის ცალსახა არგუმენტი იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ თუ იმ სკოლაში უზრუნველყოფილია ყველა იმ რეგულაციის შესრულება, რაც გაწერილია, იგულისხმება დეზინფექცია, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცია, მაშინ დავუჯეროთ განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს, როგორც ისინი გვეტყვიან, ისე მოვიქცეთ,“- განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203