საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილება შევიდა - რა პუნქტი დაემატა კანონს?
27-10-2020

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით „საჯარო სკოლის წესდებას“ დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტი:

2020-2021 სასწავლო წელს, იმ საჯარო სკოლებში, სადაც საბაზო ან/და საშუალო საფეხურებზე სასწავლო პროცესი ხორციელდება დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული ან/და ჰიბრიდული მოდელით, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შესაბამის საჯარო სკოლებში სრულად დაშვების შემდეგ.

კანონში აღნიშნულია, რომ  ბრძანება ამოქმედებულია 2020 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203