შაშიანის სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან კინოჩვენებები განახლდა
23-10-2017
შაშიანის სკოლამ ახალი სასწავლო წლიდან პროექტის ფარგლებში ''კინო სკოლაში'', განაახლა კინოჩვენებები, რასაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ.

სკოლაში კვირაში ერთხელ იმართება ერთი ფილმის ჩვენება და შემდეგ დისკუსია ეწყობა. ჩვენებებს კინოსპეციალისტი უძღვება.

''პროექტის ფარგლებში, ბავშვები აქტიურად ესწრებიან და არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ, შეიყვარონ და დაინტერესება გამოიჩინონ კინოხელოვნების მიმართ,'' - აღნიშნეს სკოლის წარმოამდგენლებმა.

''კინო სკოლაში'' კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203