გთავაზობთ ლანჩხუთის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ლანჩხუთის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
პირველ ადგილზე გავიდა აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მაგდა ცინცაძე, რომელმაც 89 ქულა დააგროვა. 80 ქულით მეორე ადგილს ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლე იოანე ლომაძე იკავებს. მას 4 ქულით ჩამორჩება და 76 ქულით მესამე ადგილზეა აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მორჩილაძე.
შესაბამისად, მაგდა ცინცაძემ 2020 წლის „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ლანჩხუთში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
„ძალიან სასიხარულოა ასეთი პროექტის არსებობა“ - ლანჩხუთში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
„ეტალონი“ ლანჩხუთს ეწვევა - იხილეთ მონაწილეთა სია
ლანჩხუთის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი