მესხეთის სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ზედაზნის მამათა მონასტერი მოინახულეს
23-10-2017
მესხეთის სკოლის მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და ზედაზნის მამათა მონასტერს ესტუმრნენ.

როგორც თავად აღნიშნავენ, ექსკურსია ძალიან შთამბეჭდავი და სანახაობრივად დატვირთული იყო.

''მოვიხიბლეთ საგურამოს ლამაზი ბუნებით, აღმოსავლეთ საქართველოში შემოდგომა განსაკუთრებით მშვენიერი ყოფილა. სასიამოვნოდ და შინაარსიანად გავატარეთ დრო. მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვესტუმრებით ამ ადგილებს.''

სასწავლო ხასიათის ექსკურსია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას ისახავდა მიზნად. გასვლითმა ღონისძიებამ ბავშვებს დიდი საგანმანათლებლო გამოცდილება შესძინა.

''ექსკურსია სასწავლო ხასიათის იყო. მოსწავლეები გაეცნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და ზედაზნის მამათა მონასტრის ისტორიას. ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლები ბავშვებს კითხვებს უსვამდნენ, რაზეც ისინი ამომწურავად პასუხობდნენ. არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა და განვითარებული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203