''შემოდგომის კუთხე ჩემს სკოლაში'' - Etaloni.ge ახალ კონკურსს იწყებს
24-10-2017
Etaloni.ge მორიგ კონკურსს იწყებს - ''შემოდგომის კუთხე ჩემს სკოლაში''! 

მიგაჩნიათ, რომ თქვენი სკოლის შემოდგომის თემაზე მოწყობილი კუთხე გამორჩეულია?! მაშინ, გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათი და გახდით კონკურსის გამარჯვებული. 

მოგვაწოდეთ ფოტოსურათები ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: Etaloniganatleba@etaloni.ge  

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული. 

საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს და ნებისმიერ მსურველს. 

ფოტოსურათების გამოგზავნა შეგიძლიათ 24 ოქტომბრიდან. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 30 ნოემბერს

Etaloni.ge წარმატებებს გისურვებთ!


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203