გთავაზობთ ახალციხის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ახალციხის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი 69 ქულით ახალციხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ზედგენიძემ მოიპოვა. 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ დვალაშვილმა. მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და 65 ქულით მესამე ადგილზეა ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლე ვასილ კაპანაძე.
შესაბამისად, ქრისტინე ზედგენიძემ 2020 წლის „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ახალციხეში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
„ტესტირება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა“ - ახალციხეში „ეტალონის“ I ტურის ტესტირება გაიმართა
„ეტალონი“ ახალციხეში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია
ახალციხის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი