ქუთაისის N19 სკოლაში სამეცნიერო კლუბ ''ცეცხლოვანი ქიმიკოსების'' პირველი შეხვედრა გაიმართა
23-10-2017
ქუთაისის N19 სკოლაში სამეცნიერო კლუბ ''ცეცხლოვანი ქიმიკოსების'' პირველი შეხვედრა გაიმართა.

კლუბი ახალგაზრდული ორგანიზაცია ''აკმეს'' პროექტის ''ბიოქიმია მომავლისათვის'' ფარგლებში დაარსდა. 

''ცეცხლოვან ქიმიკოსებს'' ორგანიზაციის წარმომადგენლები/ბორდის წევრები ქეთევან თათვიძე, თორნიკე თათვიძე და გიორგი მამასახლისი ეწვივნენ. 

კლუბის ლიდერმა ელენე მანაგაძემ ორგანიზაციის მიზნებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლუბის კოორდინატორი ვახტანგ აბაშიშვილი, ქუთაისის N19 სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე და მეურვე მასწავლებელი ნინო ბენიძე. 

პრეზენტაციამ მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ გაიაზრეს, თუ როგორი რთული გზა უნდა გაიარონ წარმატების მისაღწევად. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ ეს პროექტი დაეხმარებათ თავიანთი მომავალის დაგეგმვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203