ჭაბუკიანის სკოლაში ''თავისუფალი გაკვეთილების'' ფარგლებში, მოსწავლეები ''რობინზონ კრუზოს'' წაიკითხავენ
23-10-2017
ჭაბუკიანის სკოლაში განახლდა პროექტი ''თავისუფალი გაკვეთილები'' წიგნიერების მიმართულებით. 

პროექტში აქტიურად ჩაერთნენ მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები. მათ ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს მოთხრობის ''რობინზონ კრუზოს'' წაკითხვის სურვილი გამოთქვეს.

''თავისუფალი გაკვეთილები'' ჩვენს სკოლაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოსწავლეები თავად ირჩევენ წიგნებს, რომელთა წაკითხვაც სურთ. შემდეგ კი წაკითხულის გააანალიზებით მიზნით, დისკუსია იმართება,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა. 

შეგახსენებთ, რომ ''თავისუფალი გაკვეთილები'' განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტია, რომლის მიზანიც განათლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება და საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრების ხელშეწყობაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203