ინფიცირებული მასწავლებელი და დისტანციური სწავლება კიდევ ერთ სკოლაში - მოსწავლეები საკლასო ოთახებს 10 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან
30-10-2020

რუსთავში, მე-7 საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, მიზეზი პედაგოგისთვის covid19-ის დადასტურება გახდა.

სკოლის დირექტორის ლია ჯღარკავას განცხადებით, პედაგოგი სკოლაში ბოლოს პარასკევს, 23 ოქტომბერს იმყოფებოდა.

მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის დაინფიცირების გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საკლასო ოთახებს 10 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან.

წყარო: ინფო რუსთავი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203