I-VI კლასის 34 376 მოსწავლემ ონლაინ სწავლება მოითხოვა, 2 036 მოთხოვნა გააუქმა - რომელ კლასში გაკეთდა ყველაზე მეტი არჩევანი?
02-11-2020

28 ოქტომბრის მონაცემებით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ონლაინ სწავლება სულ 34 376-მა მოსწავლემ მოითხოვა. მათგან 32 340 მოსწავლე სწავლას დისტანციურად აგრძელებს, ხოლო 2 036 მოთხოვნა გააუქმა და დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახს დაუბრუნდა - აღნიშნული მონაცემები etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა. 

საერთო მონაცემების გარდა, უწყებამ სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით მოგვაწოდა. I-VI კლასის მოსწავლეების მშობლების მიერ დისტანციურ სწავლებაზე არჩევანი ასე გადანაწილდა: 

თბილისში - 9 537 
ქუთაისში - 796
ზუგდიდში - 256
რუსთავში - 854

რაც შეეხება ამ მონაცემებს კლასების მიხედვით, ოთხივე ქალაქში: 

1 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 3 362, გააუქმა - 183
2 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 4 726, გააუქმა - 320
3 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 5 206, გააუქმა - 289
4 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 6 020, გააუქმა - 397
5 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 7 254, გააუქმა - 429
6 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 5 772, გააუქმა - 418

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მშობლებს შეუძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლონ თუ მათი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში სწავლობს.

სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge  ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

იხილეთ სტატისტიკა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203