მასწავლებლის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ, როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება - პრემიერი
02-11-2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, როცა სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, ექიმის, მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ყოველთვის იზრუნებს.

„სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებზე. არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმისა და მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის სიმშვიდე, მშვიდობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა“, - განაცხადა გახარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203