გთავაზობთ წალენჯიხის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
გთავაზობთ წალენჯიხის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.ინტელექტ-ჩემპიონატში წალენჯიხის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
საჩინოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გუგა კვირკვია პირველ ადგილზე 75 ქულით გავიდა. მას მხოლოდ ერთით ნაკლები ქულით მოჰყვებიან და თანაბარი 74-74 ქულა აქვთ, მეორე და მესამე ადგილოსან მოსწავლეებს. მათგან უფრო სწრაფი მედანის საჯარო სკოლის მოსწავლე გუგა ცუცქირიძე აღმოჩნდა და 103.98 წამში მოგროვილი მაჩვენებლით მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო ეს ქულა 106.61 წამში დააგროვა და მესამე ადგილს იკავებს ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლე რამაზ ხარჩილავა.
შესაბამისად, გუგა კვირკვიამ 2020 წლის „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი წალენჯიხაში, N1 საჯარო სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.ასევე იხილეთ:„რეკომენდაციებს ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც ზედმიწევნით იცავენ“ - წალენჯიხაში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა„ეტალონი“ წალენჯიხაში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სიაწალენჯიხის მოსწავლეთა საყურადღებოდ