ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობამ 56.11% შეადგინა
31-10-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა.

„ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე, წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56,11%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია - 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 51%“, - განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203