ახალ პარლამენტში 9 პარტია შედის - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები
01-11-2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.15%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 27.14%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.78% აქვს.

მონაცემები დათვლილია ყველა, 3 847 უბნის მიხედვით.

ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების პროცენტული გადანაწილება ასეთია: 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.15% (926 959 ხმა);

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.14% (522 463 ხმა);

„ევროპული საქართველო“ – 3.78% (72 752 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14% (60 493 ხმა);

„ლელო“ – 3.15% (60 691 ხმა);

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (60 592 ხმა);

„გირჩი“ – 2.89 % (55 600 ხმა);

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (25 534 ხმა) – 1.33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1% (19 281 ხმა).

დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ახალ პარლამენტში 9 პარტია შედის. 

საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 56.11% შეადგინა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203