მასწავლებლისთვის დისციპლინარული სახდელის დაკისრება სკოლას არასამუშაო საათებში ჩადენილი ქმედებისთვისაც შეუძლია - რა წერია კანონში?!
02-11-2020

მასწავლებელს პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის შესაძლოა, სხვადასხვა სახის დისციპლინარული სახდელი დაეკისროს, მათ შორის: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლება.

მასწავლებელთა დისციპლინარული წარმოების წესში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ სკოლას დასაბუთებული ინტერესი აქვს, უფლება ეძლევა პედაგოგს დისციპლინარული სახდელი იმ ქმედებისთვისაც დაუწესოს, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.

აქვე გთავაზობთ იმ პუნქტებს, რომელიც მასწავლებელს დისციპლინარულ გადაცდომად აღიქმება:

ა) მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომად ითვლება "მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა;

ბ) საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

დ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

ე) სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.

2. მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით დისციპლინური სახდელებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

3. დისციპლინური სახდელის სხვა სახე შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

4. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

5. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

6. დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის,  რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

7. მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.

8. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203