თეატრების და კინოთეატრების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო - საკოორდინაციო საბჭოს განმარტება
02-11-2020

საქართველოში თეატრები და კინოთეატრები 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  გახსნის ვადა, განუსაზღვრელი პერიოდით გადაიდო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

შეგახსენებ, რომ ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203