გთავაზობთ ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
გთავაზობთ ახმეტის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.ინტელექტ-ჩემპიონატში ახმეტის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
64 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი მოიპოვა ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია არაბულმა. მას მხოლოდ ერთით ნაკლები ქულით მოჰყვებიან და თანაბარი 63-63 ქულა აქვთ, მეორე და მესამე ადგილოსან მოსწავლეებს, რომლებიც ოჟიოს საჯარო სკოლაში სწავლობენ. მათგან უფრო სწრაფი მეათე კლასელი მარიამ ჩაველაშვილი აღმოჩნდა და მეორე ადგილი მოიპოვა, ამ ქულის დასაგროვებლად მეტი დრო დასჭირდა და მესამე ადგილს დაიკავა მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ირინა თათულაშვილმა.
შესაბამისად, ხატია არაბულმა 2020 წლის „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში დღეს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ
Facebook-ზე ან შეავსოთ
სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:„აქტივობაც მაღალი იყო და პროცესიც ძალიან სასიამოვნო“ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა„ეტალონი“ ახმეტას ეწვევა - იხილეთ მონაწილეთა სიაახმეტის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი