გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ - რა პროგრამას გადიან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელებისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა უკვე 1844 სტუდენტმა გაიარა.
იხილეთ, რას მოიცავს
გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. აღნიშნული სწრაფი კურსის გავლის შემდეგ მაღალკურსელებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა ექნებათ.
გადამზადების სწრაფი კურსი 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: 1. „ბინაზე მართვა დისტანციური კონსულტირებით“
2. „ეფექტური კომუნიკაცია“
3. COVID19-ის ზოგადი მიმოხილვა, ეპიდმიმოხილვა, პრევენცია, უსაფრთხოების რეკომენდაციები და პირადი აღჭურვილობის გამოყენება
4. სოციალური სტიგმა და რისკ-კომუნიკაცია ახალი კორონავირუსის (COVID - 19 ) დროს
5. COVID-19-ის მსუბუქი ფორმის მქონე პირების მოვლა ბინაზე
6. COVID 19-ით დაავადებულ პირთა კონტაქტების დადგენა
7. COVID 19 / ფსიქოლოგიური პირველი დახმარება