''ვიცნობდეთ მშობლიურ მხარეს'' - ლანჩხუთის N3 სკოლის ლიტერატურულ-გეოგრაფიული პროექტი
24-10-2017
ლანჩხუთის N3 სკოლაში ინტეგრირებული გასვლითი ლიტერატურულ-გეოგრაფიული პროექტი განხორციელდა  - ''ვიცნობდეთ მშობლიურ მხარეს''. პროექტის ინიციატორები გეოგრაფიისა და ქართული ენის მასწავლებლები, სოფიკო აფშილავა და ნინო კეკელიძე იყვნენ. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტი. 

პროექტის ლიტერატურული ნაწილი გაგრძელდა საჩხერეში, სადაც მოსწავლეებმა შესაბამისი აქტივობები განახორციელეს - მოინახულეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში და აკაკის ძიძის სახლი სოფელ სავანეში. პროექტი სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში სტუმრობით დასრულდა.

სკოლის ადმინისტრაცია მასპინძლობისთვის მადლობას უხდის სახლ-მუზეუმის დირექტორს:

''გვინდა გულითადი მადლობა გადავუხადოთ მუზეუმის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი იაშვილს, ძალიან საინტერესო საუბრისა და გულითადი მიღებისათვის. დიდ პატივად მიგვაჩნია მის მიერ სკოლის დირექტორის, ქალბატონ მაია ჯიმშელეიშვილის სახელზე გამოგზავნილი მადლობის სიგელი.''

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ლანჩხუთის N3 სკოლა ისევ გეგმავს მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიციით სტუმრობას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203