ქუთაისის N19 სკოლაში გამწვანების აქციაში მანდატურებიც ჩაერთნენ
24-10-2017
ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეებმა, მანდატურის სამსახურთან ერთად, სკოლის ეზოში, კვიპაროსის ნერგები დარგეს.

აღნიშნული აქტივობა ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრ ,,IUNA AMIKO" - ს ინიციატივით, ''სიცოცხლის ბაღების'' გაშენების ფარგლებში ჩატარდა. 

როგორც სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, მოსწავლეებისთვის გამწვანების პროცესი ძალიან სახალისო აღმოჩნდა:
''გამწვანება მნიშვნელოვანია, რადგან ბუნების მოვლა და დაცვა თითოეული მოქალაქისთვის მოვალეობაა, ამასთანავე ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაც.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203